Saturday, May 5, 2012

Chromebook


       თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რამდენ დროს ხარჯავთ კომპიუტერის ჩართვის, ოპერაციული სისტემის და სხვა საჭირო პროგრამების გაშვებისა და ინტერნეტში შესვლისთვის მაშინ Chromebook-სწორედ  თქვენთვისაა. მისი შემქმნელების მტკიცებით  Chromebook-ი საშუალებას მოგცემთ სულ რაღაც 8 წამში შეხვიდეთ ინტერნეტში.
  Chrome Web Store- ს მეშვეობით შეძლებთ თქვენთვის საჭირო  ათასობით ვებ-აპლიკაცია გადმოტვირთოთ.

     იმუშავოთ მუდმივად განახლებად და გაუმჯობესებად სისტემაში. დაცული იყოთ ვირუსებისგან, და გარანტირებული გქონდეთ თქვენი კონფიდენციალურობის მაქსიმალური დაცვა. სხვა მომხმარებლებს თქვენი Chromebook-ით სარგებლობა მხოლოდ სტუმრის სტატუსით შეეძლებათ, და არ ექნებათ წვდომა თქვენს პირად მონაცემებსა და სხვა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე.
Chromebook-ით შეგიძლიათ:
  • ფოტოებისა და ფაილების  ატვირთვა
  • ვიდეო ჩატისა და ხმოავანი კონფერენციის გამართვა
  • ონლაინში ყოფნა უკაბელო ინტერნეტით ან 3G-ს მეშვეობით.
  • Chromebook-ის  პარამეტრების შეცვლა
  • Chrome-ს მიღმა ინტერნეტის სხვა სერვისების/ფუნქციების  გამოყენება
  • გაზიარების საშულება
  • Google Cloud Print-ის დაყენების შესაძლებლობა 
  • Chromebook-ის სხვა მომხმარებლებთან დაკავშირება
Chromebook-ის საშუალებით მაუსის ერთი დაწკაპუნებაც კი საკმარისია, რომ თქვენს ფაილებზე წვდომა გქონდეთ და ჩამოტვირთოთ ისინი.
შეგიძლიათ USB ან მეხსიერების ბარათის მიერთება  Chromebook-ზე და თქვენი ფაილები ავტომატურად გაიხსნება ახალ ფანჯარაში .


Chromebook -ის უარყოფითი მხარე ის გახლავთ, რომ უინტერნეტოდ როგორც თევზი უწყლოდ, ტყე უხეოდ, ან რაღაც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებით  :)))


წყარო: ოფიციალური ვებ-გვერდი ; Amazon.com

1 comment:

  1. http://www.tabula.ge/article-4737.html -საინტერესო სტატიაა მავე თემაზე

    ReplyDelete